სასუქი FERTIGRAIN FOLIAR 1ლტ

30,00 

სპეციალიზებული ფოთლის სასუქი მარცვლოვანების, ტექნიკური და საკვები კულტურებისთვის

მარაგში

აღწერა

ფერტიგრეინ ფოლიარი

  • აუმჯობესებს მოსავლის რაოდენობრივ და თვისობრივ მახასიათებლებს.
  • ზრდის მცენარის მედეგობას და ხელს უწყობს მცენარეს სტრესის დაძლევაში.
  • აუმჯობესებს მცენარის ვეგეტატიურ განვითარებას.
  • აღმოფხვრის მიკროელემენტების დეფიციტს.
დამატებითი ინფორმაცია
წონა1000 გ
ზომები9 × 9 × 24 სმ
მწარმოებელი
RS Code131
შეფუთვა1 ლ
Type of product პროდუქციის ტიპებისასუქი
აქტიური ნივთიერებები
აქტიური ნივთიერების კონცენტრაციაB -0.1%, Co- 0.01%, Cu-0.1%, Fe-0.1%, L-ამინომჟავა – 8%, Mn-0.5%, Mo-0.02%, N-5%, Zn-0.75%, ამინომჟავა – 10%, ორგანული მასა – 40%
Manufacturer მწარმოებელიAgriTecno
კულტურა
მიმოხილვა (0)

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „სასუქი FERTIGRAIN FOLIAR 1ლტ“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

გამოყენების რეკომენდაცია

ფერტიგრეინ ფოლიარი სპეციალურად დამუშავებულია, როგორც ფოთლის გამოსაკვები მარცვლეული, ტექნიკური და საკვები კულტურებისთვის.

 ფერტიგრეინ ფოლიარი შეიცავს L - ამინომჟავებს, რომლებიც მცენარეული წარმოშობისაა, მათი რაოდენობა მთლიანად შეესაბამება მცენარის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას. ყველა შემადგენელი კომპონენტი სწრაფად და მთლიანად შეითვისება მცენარის მიერ.

 აზოტოვანი ნივთიერების გააქტიურების შედეგად, მცენარე მთლიანად უზრუნველყოფილია აუცილებელი საკვები ელემენტებით. ერთდროულად აღმოფხვრილია მიკროდეფიციტების წარმოქმნა, უმჯობესდება მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები. მცენარე უფრო მდგრადი ხდება გარემოს არახელსაყრელი პირობებისა და დაავადებების მიმართ, როგორებიცაა: ფოთლების ლაქიანობა, ქლოროზი, ფოთლების გაწვრილება (ძაფისებრი), სხვადასხვა სიდამპლეები და სხვა. 

 ეკონომიკური თვალსაზრისით, რათა შემცირდეს დანახარჯები რეკომენდირებულია პრეპარატი გამოვიყენოთ კომბინირებულ ნაზავებში ჰერბიციდებთან, ფუნგიციდებთან, ინსექტიციდებთან, NPK და სხვა მიკროსასუქებთან.

ხარჯვის ნორმა 1-1,25 ლ/ჰა

გამოყენების დრო:

  1. მაქსიმალური ბარტყობის ფაზა კომბინირებულ ნაზავებში ჰერბიციდებთან, ფუნგიციდებთან, ინსტექტიციდებთან და სხვა ნებისმიერ საკვებ ელემენთან.
  2. ყვავილობის წინ

შედეგი:

  • ამაღლებს ჰერბიციდების გამოყენების ეფექტს;
  • ამცირებს ჰერბიციდებით გამოწვეულ ნეგატიურ ეფექტს:
  • აუმჯობესებს ვეგეტატიურ განვითარებას, ბარტყობას და გამონასკვას;
  • ზრდის მარცვლის ხარისხს და მცენარის პროდუქტიულობას;

ხარჯვის ნორმა 1-1,5 ლ/ჰა

გამოყენების დრო:

  1. 2-4 ფოთლის ფაზა
  2. ადრეული ყვავილობის სტადიაში
  3. ყვავილობის წინ, შეიძლება სტანდარტულ გამოკვებასთან ერთად

შედეგი:

  • აუმჯობესებს ვეგეტატიურ განვითარებას, განსაკუთრებით ცივი გაზაფხულის პირობებში;
  • აუმჯობესებს პროდუქტიულობას და მარცვლის ხარისხს

ხარჯვის ნორმა 1-1,5 ლ/ჰა

გამოყენების დრო: 

  1. 4-6 ფოთლის ფაზა
  2. ყვავილობის წინ, შესაძლებელია შერევა ჰერბიციდებთან და ფუნგიციდებთან

შედეგი:

  • აუმჯობესებს ვეგეტატიური ორგანოების განვითარებას და ნაყოფის გამონასკვას
  • ამაღლებს პროდუქტიულობას და მარცვლის ხარისხს.

ხარჯვის ნორმა 1-1,5 ლ/ჰა

გამოყენების დრო: 

  1. 4-6 ფოთლის ფაზა
  2. 6-8 ფოთლის ფაზა
  3. 8-10 ფოთლის ფაზა

შედეგი:

  • ხელს უწყობს ვეგეტატიური ორგანოების სწრაფ ზრდას
  • ზრდის ძირხვენის ზომას და შაქრის შემცველობას