

ელუმისი, ზდ / Elumis, OD
350,00 ₾
სიმინდის უნიკალური ჰერბიციდი ყველა სახის სარეველა ბალახის წინააღმდეგ
არ არის მარაგში
ჰერბიციდი ელუმისი, ზდ
ელუმისი არის ახალი უნიკალური ჰერბიციდი სისტემური მოქმედებით, ახასიათებს როგორც ნიადაგური ეფექტი ასევე აკონტროლებს ვეგეტაციაში მყოფ სარეველებს. შთაინთქმება სარეველების, ღეროსა და ფესვთა სისტემის მიერ, აჩერებს მცენარეთა ზრდა–განვითარებას. თვალსაჩინო სიმპტომები ქლოროზისა და ზრდის წერტილების შეჩერებისა გამოვლინდება შესხურებიდან 2–3 დღის შემდეგ, ხოლო სარეველები მთლიანად იღუპებიან 14–20 დღეში.
თვისებები:
- ორკომპონენტიანი სისტემური მოქმედების ჰერბიციდი
- ნიკოსულფურონი – შეიწოვება სარეველების ფოთლის ზედაპირიდან, გადაადგილდება მცენარეში, იწვევს სიკვდილიანობას და სწრაფად იშლება, ასევე სპობს მხოხავი ჭანგას ფესვთა სისტემას.
- მეზოტრიონი – სარეველებში იჭრება ღეროდან, ფოთლებიდან და ფესვებიდან, ახასიათებს ნიადაგური ეფექტი.
უპირატესობები:
- გაუმჯობესებული მოქმედება ერთწლოვან, მრავალწლოვან და ორლებნიან სარეველებზე.
- მაღალი ეფექტი ორლებნიან სარეველებზე.
- ანადგურებს მხოხავი ჭანგას ფესვთა სისტემას.
- პრეპარატული ფორმა (ზეთოვანი დისპერსია) – საშუალებას იძლევა პრერატი გამოვიყენოთ კლიმატური პირობებისგან დამოუკიდებლად, რადგანაც გაზრდილია მიმწებებლობის უნარი, ასევე თანაბარი განაწილება და მცენარეში შეჭრა.
- უზრუნველყოფს ნათესების სისუფთავეს მოსავლის აღებამდე.
- შესაძლებელია მისი გამოყენება კულტურის 2–დან 8 ფოთლის ფაზაში.
- არ საჭიროებს რაიმეს დამატებას – რადგან აკონტროლებს ყველა სახის სარეველას.
| წონა | 5000 გ |
|---|---|
| მწარმოებელი | SYNGENTA |
| შეფუთვა | 5ლ |
| აქტიური ნივთიერებები | მეზოტრიონი, ნიკოსულფურონი |
| აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია | მეზოტრიონი – 75 გ/ლ, ნიკოსულფურონი – 30 გ/ლ |
| კულტურა | სიმინდი |
| სარეველა | ერთწლიანი ორლებნიანი სარეველები, მარცვლოვანი სარეველები |
| მოქმედების მეთოდი | სელექციური ჰერბიციდი |
სიმინდი
ერთწლიანი და ზოგიერთი მრავალწლიანი მარცვლოვანი (შალაფა, მხოხავი ჭანგა, ბურჩხა) და ორლებნიანი (მინდვრის მდოგვი, ბოლოკა, ნაცარქათამა, ჯიჯილაყა) სარეველები
გამოყენების რეკომენდაციები
გამოყენების ოპტიმალური დრო - სიმინდის 3-5 ფოთლის ფაზა, როდესაც სარეველები არიან 2-6 ფოთლის ფაზაში, ღიჭა კოკრების გამოჩენა, მხოხავი ჭანგა - 15 სმ
არ გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ სიმინდის თესლი ფოსფორორგანული პესტიციდით არ არის დამუშავებული. ელუმისის გამოყენების შემდეგ არ შეიძლება ნიადაგის მოკირიანება და არ გამოიყენება ახლად მოკირიანებულ ნიადაგზე.
არ გამოიყენება ხელმეორედ - გადათესვის შემთხვევაში - მხოლოდ სიმინდი. შემოდგომაზე ღრმა ხვნის შემდეგ - საშემ. ხორბალი ან რაფსი. მომდევნო წელს არ შეიძლება ჭარხლის და პარკოსნების დათესვა
პრეპარატის შენახვა: პრეპარატი ინახება მშრალ, ბნელ, პესტიციდების შესანახ საწყობში, -5°C-დან +30°C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: გაუხსნელი, ქარხნული შეფუთვით - 3 წელი.
მსგავსი პროდუქტები

Exterminator, SC / ექსტერმინატორი, სკ
13,00 ₾ – 25,00 ₾Price range: 13,00 ₾ through 25,00 ₾

Femina Gold 720 SL / ფემინა გოლდი 720 წხ
11,00 ₾ – 20,00 ₾Price range: 11,00 ₾ through 20,00 ₾

გეოქსი 500 წდგრ / Geoxe 50 WG
39,00 ₾ – 340,00 ₾Price range: 39,00 ₾ through 340,00 ₾

















ჰერბიციდები და დესიკანტები
ფუნგიციდები
ინსექტიციდები და აკარიციდები
თესლის შესაწამლები
ზრდის რეგულატორები
როდენტიციდები
ბოტანიკური ბაქტერიციდები და ფუნგიციდები
ბოტანიკური ინსექტიციდები და აკარიციდები
წყალში ხსნადი სასუქები
გრანულირებული სასუქები
მიკროელემენტები
ბიოსტიმულატორები
pH რეგულატორები
კომბოსტო
ბროკოლი
ყვავილოვანი კომბოსტო
ბრიუსელის კომბოსტო
წითელი კომბოსტო
პომიდორი (ღია გრუნტი)
ტკბილი წიწაკა
ცხარე წიწაკა
ხახვი
სიმინდი
საზამთრო
ნესვი
კიტრი
სალათა
Syngenta
Adama
Gowan
DVA Agro
Agritecno
Syngenta Seeds
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.