კომპანიის შესახებ

შპს ნიუ აგრო New Agro

შპს „ნიუ აგრო“ მოღვაწეობს სოფლის მეურნეობის სექტორში და ფერმერებს, აგრონომებსა და მეურნეობით დაინტერესებულ პირებს პრემიუმ ბრენდების პროდუქციას სთავაზობს.

შპს „ნიუ აგრო“ არის Syngenta, Adama, Gowan, DVA AGRO, Agritecno, Field Protection, Sulinkiai-ს და მრავალი სხვა კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. „ნიუ აგრო“ წარმოადგენს მათი პროდუქციის იმპორტს და რეალიზაციას, ვემსახურებით ფერმერებს, მცირე და მსხვილ მეწარმეებს, აგრონომებსა და დისტრიბუტორებს.

ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის განვითარებას საქართველოში. დავეხმაროთ ფერმერებს, რომ მათი საქმიანობა წარმატებულ ბიზნესად აქციონ.

ჩვენი კომპანია ფერმერებს სრული მომსახურების პაკეტს სთავაზობს, სერვისები მოიცავს ყველა საჭირო ეტაპს — თესვიდან მოსავლის აღებამდე. ჩვენი გუნდი მუდმივად მზადაა კონსულტაციისა და ტექნიკური მხარდაჭერისთვის, რათა მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო შედეგი და ბაზარზე გაიტანოს პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს.

„ნიუ აგრო“-ს პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს:

ჩვენი მიზანია, ფერმერებს შევთავაზოთ ინოვაციური, თანამედროვე პროდუქცია და მასალა, რაც ხელს შეუწყობს მათი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხისა და რაოდენობის გაუმჯობესებას.

„ნიუ აგრო“-ს პრემიუმ ხარისხის პროდუქციას იყენებენ სოფლის მეურნეობის წამყვანი კომპანიები, რათა მიაღწიონ მაქსიმალურ შედეგებს.

კომპანიის მთავარი ოფისი და საწყობი მდებარეობს თბილისში, ყვარელში და გორში. „ნიუ აგრო“-ს პროდუქცია ხელმისაწვდომია ნიუაგროს, აგროქართლის, რუსაგროს, ზიონის, ლარკის და სხვა პარტნიორი კომპანიების სერვისცენტრებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი ონლაინ პლატფორმა newagro.ge კიდევ უფრო ამარტივებს ფერმერებისთვის საჭირო პროდუქციის მიღებას საქართველოს მასშტაბით.

ჩვენი პარტნიორები

შპს ,,აგროქართლი“
შპს ლარკი პლიუსი
შპს ზიონი
შპს „აგროსერვის ქარელი“
შპს რუსაგრო