მაგნიუმი შედის ქლოროფილის მოლეკულებში და მონაწილეობს ფოტოსინთეზში, ის აგრეთვე მონაწილეობს ფოსფორის მცენარეში გადაადგილების პროცესშიც, ააქტიურებს იმ ფერმენტებს, რომლებიც მონაწილეობენ ნახშირწყლების წარმოქმნაში.
მაგნიუმი გავლენას ახდენს ფესვთა სისტემის ზრდის დინამიკაზე და ნიადაგიდან
საკვები ელემენტების შეთვისებაში, განსაკუთრებით აზოტისა. მაგნიუმის
ნაკლებობის შემთხვევაში მცენარე ვერ ავლენს თავის პოტენციალს, ამიტომ არ
უნდა დავუშვათ მაგნიუმის დეფიციტი მცენარის ზრდის დასაწყისში, რაც ძალიან
აქტუალურია, როდესაც ვიყენებთ აზოტიან სასუქებს, როგორებიცაა ამონიუმის
გვარჯილა და კარბამიდი.
მაღალი მოსავლის დროს მცენარე 1 ჰა -ზე მოიხმარს 10 დან 70-80 კგ MgO. ყველაზე
მეტად მაგნიუმს მოიხმარს სიმინდი, ჭარხალი, პარკოსნები. განსაკუთრებით
სიმინდი.
მარცვლოვნები ძალზედ მგრძნობიარენი არიან ადრეულ ფაზაში, ბარტყობის დროს
და აღერებისას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.