ქვადრის მაქსი სკ / Quadris Max 593.5 SC

375,00 

უნივერსალური სამკურნალო და პროფილაქტიკური დანიშნულების სისტემურ – კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი

აღწერა

ფუნგიციდი – ქვადრის მაქსი 593.5 სკ

უპირატესობები

  • ერთი პრეპარატი იცავს ვაზსა და ბოსტნეულ კულტურებს რამდენიმე ძირითადი დაავადებისგან.
  • თრგუნავს პათოგენის უჯრედს, ბლოკირებას უკეთებს  მის სასიცოცხლო ციკლს.
  • აუმჯობესებს მცენარის ცხოველმყოფელობას, ხელს უწყობს  ქლოროფილის წარმოქმნას.
  • მცენარე ადვილად იტანს სტრესს (გვალვა, ყინვა, ტემპერატურის მკვეთრი რყევა და ა. შ.)
  • ანტირეზისტენტული პროგრამის შემადგენელი ნაწილია.

თვისებები 

  • უნიკალური პრეპარატული ფორმა სუსპენზიის კონცენტრანტი, მოქმედებს ერთდროულად რამდენიმე დაავადების წინააღმდეგ.
  • სწრაფი მოქმედების უნარი, აზოქსისტრობინი იჭრება მცენარეში, ხოლო ფოლპეტი რჩება ფოთლების ზედაპირზე.
  • ახასიათებს მაღალი სელექციურობა დასაცავი მცენარეების მიმართ. ერიდეთ შესხურების პროცესში სამუშაო ხსნარის გადატანას ხეხილზე, შესაძლოა გამოიწვიოს ფოთლების ჩამოცვენა.
  • პრეპარატი თავსებადია ყველა ფუნგიციდთან (გარდა ბორდიული სითხისა). ინსექტიციდსა და აკარიციდთან, რომლებიც გამოიყენება ვაზში და ბოსტნეულ კულტურებში.
დამატებითი ინფორმაცია
წონა5000 გ
მწარმოებელი
შეფუთვა5 ლ
აქტიური ნივთიერებები
აქტიური ნივთიერების კონცენტრაციააზოქსისტრობინი – 93.5 გ/ლ, ფოლპეტი – 500 გ/ლ
სისტემური / კონტაქტური
კულტურა
დაავადების ტიპი
დაავადება
მიმოხილვა (0)

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ქვადრის მაქსი სკ / Quadris Max 593.5 SC“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

გამოყენების რეკომენდაცია
  • დაავადება: ჭრაქი, ნაცარი, ფომოფსისი, წითურა, სიდამპლე, ბოტრიტისი.
  • ხარჯვის ნორმა ლ/ჰა: 2,0 – 2,5
  • განოყენების ჯერადობა: 3
  • ლოდინის პერიოდი, დღე: 30
  • გამოყენების ხერხი: შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 8-14 დღიანი ინტერვალით ყვავილობამდე და ყვავილობის შემდეგ, ისვრიმობის პერიოდში, სიმწიფის დაწყებისას. ხარჯვის ნორმა 1000 ლ/ჰა.
  • დაავადება: ფიტოფტორა, ნაცარი, ალტერნარიოზი.
  • ხარჯვის ნორმა ლ/ჰა: 2,0 – 2,5
  • გამოყენების ჯერადობა: 3
  • ლოდინის პერიოდი, დღე: 5
  • გამოყენების ხერხი:შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 8-14 დღიანი ინტერვალით. ხარჯვის ნორმა 600 ლ/ჰა.
  • დაავადება: პერინისპოროზი, ნაცარი
  • ხარჯვის ნორმა ლ/ჰა: 1,5 – 2
  • გამოყენების ჯერადობა: 2
  • ლოდინის პერიოდი, დღე: 3
  • გამოყენების ხერხი: შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 8-14 დღიანი ინტერვალით. ხარჯვის ნორმა 600 ლ/ჰა.

გამოყენების რეკომენდაციები:

საუკეთესო შედეგს გვაძლევს პროფილაქტიკური დამუშავება, ან მისი გამოყენება დაავადების ადრეული განვითარების სტადიაზე.

სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა 250-300 ლ/ჰა - ბოსტნეული კულტურები. 500-800 ლ/ჰა ვაზი.

ქვადრის მაქსის ორჯერადი გამოყენების შემდეგ, უნდა გამოვიყენოთ სტრობილურინებისაგან განსხვავებული მექანიზმის ფუნგიციდი.

წამლობა არ ტარდება, როდესაც ფოთლების ზედაპირი ნამიანია, ან უახლოესი 2-3 საათის განმავლობაში მოსალოდნელია ნალექი.

პრეპარატის შენახვა: პრეპარატი ინახება მშრალ, პესტიციდების შესანახად განკუთვნილ საწყობში, -5 დან +35 გრადუს ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: გაუხსნელი, ქარხნული შეფუთვის პირობებში არანაკლებ 3 წელი.