ქვადრისი 250 სკ / Quadris 250 SC
160,00 ₾
სისტემური ფუნგიციდი სასოფლო სამეურნეო კულტურების დასაცავად კომპლექსური დაავადებებისგან
კატეგორია: მცენარეთა დაცვის საშუალებები, ფუნგიციდები
აღწერა
ფუნგიციდი – ქვადრისი 250 სკ
ქვადრისი უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას. აგრეთვე ახასიათებს სამკურნალო მოქმედება დაავადებების განვითარების საწყის სტადიაზე.
აქვს სისტემური და ტრანსიმინარული მქომედება.
არ ჩამოირეცხება წვიმით დამუშავებიდან 2, 2,5 საათის შემდეგ.
პრეპარატის გამოყენების შემდეგ პათოგენი კვდება რამდენიმე საათში.
უპირატესობები
- ბრწყინვალე ანტისპორაციული მოქმედება
- პრეპარატი დადებით გავლენას ახდენს მცენარის ფიზიოლოგიურ თვისებებზე. ვეგეტაცია იზრდება 7 დღით, ეფექტურად იყენებს ტენს და ხდება აზოტის ოპტიმალურად ათვისება.
- აუმჯობესებს პროდუქციის ხარისხსა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების რენტაბელობას.
- თავსებადია უმეტეს ინსექტიციდთან და ფუნგიციდთან.
დამატებითი ინფორმაცია
| წონა | 1000 გ |
|---|---|
| მწარმოებელი | SYNGENTA |
| შეფუთვა | 1 ლ |
| აქტიური ნივთიერებები | აზოქსისტრობინი |
| აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია | აზოქსისტრობინი – 250 გ/ლ |
| სისტემური / კონტაქტური | სისტემური მოქმედების ფუნგიციდი |
| კულტურა | ვაზი, კიტრი, პომიდორი |
| დაავადების ტიპი | სოკოვანი დაავადება |
| დაავადება | ნაცარი, ჭრაქი |
მიმოხილვა (0)
იყავით პირველი შემფასებელი: „ქვადრისი 250 სკ / Quadris 250 SC“ კომენტარის გაუქმება
გამოყენების რეკომენდაცია
- ობიექტი: ჭრაქი, ნაცარი
- პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა: 0,6-0,8
- სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა, ლ/ჰა: 1000-1200
- დამუშავების ხერხი, დრო, შეზღუდვები: შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,06 – 0,08% კონცენტრაციის სამუშაო ხსნარით. 10-14 დღის ინტერვალით.
- შესხურების ჯერადობა/ ლოდინის პერიოდი დღეებში : 2/25
- პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ღონისძიებათა სისტემაში სხვა ფუნგიციდებთან მონაცვლეობით. შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0.06-0.08 %-იანი სამუშაო ხსნარით: ყვავილობამდე და ყვავილობის შემდეგ, ისვრიმობის პერიოდში, სიმწიფის დაწყებისას. ხარჯვის ნორმა 1000 ლ/ჰა. ამ ფუნგიციდით შესხურებამდე და შესხურების შემდეგ აუცილებელია გამოყენებულ იქნეს სტრობილურინაბისაგან განსხვავებული მოქმედების მექანიზმის ფუნგიციდი.
- ობიექტი: ფიტოფტოროზი, ნაცარი, ალტერნარიოზი
- პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა: 0,4 – 0,6
- სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა, ლ/ჰა: 600 – 1500
- დამუშავების ხერხი, დრო, შეზღუდვები: შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,04 – 0,05% სონცენტრაციის სამუშაო ხსნარით. ინტერვალი შესხურებებს შორის 10 დღე.
- გამოყენების ჯერადობა – 2
- ლოდინის პერიოდი დღეებში – 5
- პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ღონისძიებათა სისტემაში სხვა ფუნგიციდებთან მონაცვლეობით. შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0.04-0.06%-იანი სამუშაო ხსნარით: ნაყოფების წარმოქმნა 1-2 მტევანი; ყვავილობა – 3-4 მტევანი 14-16-დღიანი ინტერვალით. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა 600 ლ/ჰა. ვეგეტაციის მომდევნო წელს მოცემულ პლანტაციაზე აუცილებელია კულტურის შეცვლა
- ობიექტი: პერინისპოროზი, ნაცარი
- პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა: 0,4 – 0,6
- სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა, ლ/ჰა: 600 – 1500
- დამუშავების ხერხი, დრო, შეზღუდვები: შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,04 – 0,06% კონცენტრაციით 10 დღიანი ინტერვალით.
- შესხურების ჯერადობა/ ლოდინის პერიოდი დღეებში : ⅔
- პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ღონისძიებათა სისტემაში სხვა ფუნგიციდებთან მონაცვლეობით. შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0.04-0.06%-იანი სამუშაო ხსნარით: ყვავილობამდე და ყვავილობის შემდეგ 14-16-დღიანი ინტერვალით. ხარჯვის ნორმა 800 ლ/ჰა. ვეგეტაციის მომდევნო წელს მოცემულ პლანტაციაზე აუცილებელია კულტურის შეცვლა
ამოყენების რეკომენდაციები
საუკეთესო შედეგი მიიღება, როდესაც პრეპარატი გამოიყენება პროფილაქტიკური მიზნით, ან დაავადებების განვითარების ადრეულ ეტაპზე. ფოთლების ზედაპირის სამუშაო ხსნარით სრული დაფარვა- დაცვითი ეფექტის აუცილებელი პირობაა, ამიტომ საწიროა საკმარისი რაოდენობის სამუშაო ხსნარი.
შეზღუდვები:
- პრეპარატი უნდა გამოიყენოთ სისტემაში სხვა ფუნგიციდებთან მორიგეობით.
- ქვადრისის ორჯერადი გამოყენების შემდეგ უნდა გამოვიყენოთ ფუნგიციდი, რომელსაც გააჩნიასტრობილურინებისაგან განსხვავებული მოქმედების მექანიზმი.
- წამლობა არ ტარდება როდესაც ფოთლების ზედაპირი ნამიანია, ან უახლოეს2 - 2,5 საათის განმავლობაში მოსალოდნელია ნალექი.
პრეპარატის შენახვა:
- პრეპარატი ინახება მშრალ, პესტიციდების შესანახად განკუთვნილ საწყობში - 5 დან +35 გრადუს ტემპერატურაზე.
- შენახვის ვადა: გაუხსნელი ქარხნული შეფუთვით 3 წელი.
მსგავსი პროდუქტები

არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
Exterminator, SC / ექსტერმინატორი, სკ
13,00 ₾ – 25,00 ₾Price range: 13,00 ₾ through 25,00 ₾

არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
Femina Gold 720 SL / ფემინა გოლდი 720 წხ
11,00 ₾ – 20,00 ₾Price range: 11,00 ₾ through 20,00 ₾

არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
ბრავო, კს / Bravo 500 SC
45,00 ₾ – 200,00 ₾Price range: 45,00 ₾ through 200,00 ₾

არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page




















ჰერბიციდები და დესიკანტები
ფუნგიციდები
ინსექტიციდები და აკარიციდები
თესლის შესაწამლები
ზრდის რეგულატორები
როდენტიციდები
ბოტანიკური ბაქტერიციდები და ფუნგიციდები
ბოტანიკური ინსექტიციდები და აკარიციდები
წყალში ხსნადი სასუქები
გრანულირებული სასუქები
მიკროელემენტები
ბიოსტიმულატორები
pH რეგულატორები
კომბოსტო
ბროკოლი
ყვავილოვანი კომბოსტო
ბრიუსელის კომბოსტო
წითელი კომბოსტო
პომიდორი (ღია გრუნტი)
ტკბილი წიწაკა
ცხარე წიწაკა
ხახვი
სიმინდი
საზამთრო
ნესვი
კიტრი
სალათა
Syngenta
Adama
Gowan
DVA Agro
Agritecno
Syngenta Seeds
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.