ვერტიმეკი 018 ეკ / Vertimec 018 EC

210,00 

ვერტიმეკი 018 ეკ – წარმოადგენს ტრანსლამინალური მოქმედების ნაწლავურ – კონტაქტურ ინსექტო-აკარიციდს. გამოიყენება ბოსტნეული კულტურების როგორც ღია ისე დახურული გრუნტის პირობებში, ასევე ვაზის, ხეხილის, ციტრუსების დასაცავად ტკიპების, თრიფსების და ფსილებისაგან

აღწერა

ინსექტო-აკარიციდი ვერტიმეკი 018 ეკ

პრეპარატი შესხურებიდან მალევე იჭრება მცენარის ქსოვილებში და გროვდება პარენქიმაში. მავნებლები, რომლებიც იკვებებიან მცენარის უჯრედის პარენქიმით და წვენით, იღუპებიან პრეპარატის მოხვედრით საჭმლის მომნელებელ სისტემაში. სასარგებლო ენტო და აკარიფაგები არ ზიანდებიან, ვინაიდან პრეპარატი მცენარეზე მოხვედრის შემდეგ ადვილად იშლება, ამიტომ სასარგებლო ტკიპების და მწერების რიცხობრიობა მალევე აღსდგება

უპირატესობები:

  • მაღალი ეფექტურობა ტკიპების, თრიფსებისა და ფსილების წინააღმდეგ
  • ეფექტურია სხვა პრეპარატებისადმი რეზისტენტი ტკიპების წინააღმდეგ
  • მინიმალური მოქმედება სასარგებლო ორგანიზმებზე
  • ანადგურებს მავნებელს ფოთლის როგორც ზედა, ასევე ქვედა მხარეზე
  • ხანგრძლივი დაცვითი მოქმედება (სამი კვირამდე) , რაც საშუალებას გვაძლევს შევამციროთ შესხურების ჯერადობა
  • არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა
  • შესაძლებელია მოსავლის აღება შესხურებიდან 3 დღის შემდეგ
  • არ ტოვებს ლაქებს მცენარეზე
დამატებითი ინფორმაცია
წონა1000 გ
მწარმოებელი
შეფუთვა1 ლ
აქტიური ნივთიერებები
აქტიური ნივთიერების კონცენტრაციააბამექტინი – 18 გ/ლ
კულტურა
მავნე ობიექტი
მიმოხილვა (0)

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ვერტიმეკი 018 ეკ / Vertimec 018 EC“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

გამოყენების რეკომენდაცია

ტკიპები, ყურძნის ჭია

  • პრეპარატის მოხმარების ნორმა – 0,6 – 1,2 ლ/ჰა
  • დამუშავების სიხშირე – 2-3
  • ლოდინის პერიოდი – 2 დღე
  • დამუშავების მეთოდი – შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლების გამოჩენისთანავე და შემდეგი მავნეობის ეკონომიური ზღვრის გათვალისწინებით

ტკიპები, ბუგრები, ფოთლის მენაღმეები

  • პრეპარატის მოხმარების ნორმა – 0,75 – 1,5 ლ/ჰა
  • დამუშავების სიხშირე – 1-2
  • ლოდინის პერიოდი – 2 დღე
  • დამუშავების მეთოდი – შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლების გამოჩენისთანავე

ტკიპები, ფსილები

  • პრეპარატის მოხმარების ნორმა – 0,75 – 1,5 ლ/ჰა
  • დამუშავების სიხშირე – 1-2
  • ლოდინის პერიოდი – 2 დღე
  • დამუშავების მეთოდი – შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლების გამოჩენისთანავე

ჩრჩილი

  • პრეპარატის მოხმარების ნორმა – 0,3 – 0,5 ლ/ჰა
  • დამუშავების სიხშირე – 1-2
  • ლოდინის პერიოდი – 2 დღე
  • დამუშავების მეთოდი – შესხურება ვეგეტაციის პერიოდში დაზიანების პირველი ნიშნების ას, კვერცხდების გამოჩენისთანავე

ტკიპები, თრიფსები

  • პრეპარატის მოხმარების ნორმა – 0,75 – 1,5 ლ/ჰა
  • დამუშავების სიხშირე – 1-2
  • ლოდინის პერიოდი – 2 დღე
  • დამუშავების მეთოდი – შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლების მავნეობის ეკონომიური ზღვრის გათვალისწინებით, პირველი კვერცხდებიდან ტკიპების გამოჩენისთანავე

კოლორადოს ხოჭო

  • პრეპარატის მოხმარების ნორმა – 0,6 – 1,2 ლ/ჰა
  • დამუშავების სიხშირე – 1-2
  • ლოდინის პერიოდი – 2 დღე
  • დამუშავების მეთოდი – შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლის I ხნოვანების მატლების წინააღმდეგ, 50% გამოსული კვერცხდებიდან

ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა

  • პრეპარატის მოხმარების ნორმა – 0,3 – 1,2 ლ/ჰა
  • დამუშავების სიხშირე – 1- 2
  • ლოდინის პერიოდი – 3 დღე
  • დამუშავების მეთოდი – შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლის გამოჩენისთანავე

ტკიპები, თრიფსები, ფოთლის მენაღმეები

  • პრეპარატის მოხმარების ნორმა – 0,3 – 1,2 ლ/ჰა
  • დამუშავების სიხშირე – 1- 2
  • ლოდინის პერიოდი – 3 დღე
  • დამუშავების მეთოდი – შესხურება ვეგეტაიის პერიოდში მავნებლების გამოჩენისთანავე

ორლაქიანი აბლაბუდიანი ტკიპა

  • პრეპარატის მოხმარების ნორმა – 0,5 – 1,2 ლ/ჰა
  • დამუშავების სიხშირე – 1- 2
  • ლოდინის პერიოდი – 2 დღე

მენაღმე ჩრჩილები, ბუგრები, სათბურის ფრთათეთრა

  • პრეპარატის მოხმარების ნორმა – 0,6 – 1,2 ლ/ჰა
  • დამუშავების სიხშირე – 1- 2
  • ლოდინის პერიოდი – 3 დღე