სელესტ ტოპი 312,5 სკ / Celest Top 312,5 FS

Price range: 23,00 ₾ through 200,00 ₾

სელეს ტოპი კარტოფილისა და მარცვლოვანი კულტურების თესლის შესაწამლი ინსექტო-ფუნგიციდური თვისებებით, ნიადაგის და აღმონაცენის მავნე ორგანიზმების კონტროლისათვის და ტესლის გაჯანსაღების ფიზიოლოგიური ეფექტით. აძლიერებს მცენარის გამძლეობას სტრესების მიმართ, ასევე ყინვაგამძლეობას და ადიდებს ფესვთა სისტემის მასას

პროდუქტის კოდი: არ არის კატეგორია: ,
აღწერა

თესლის შესაწამლი ინსექტიციდი, ფუნგიციდი, სელეს ტოპი 312.5 სკ

სელესტ ტოპი არის კარტოფილის და მარცვლოვანი კულტურების თესლის შესაწამლი ინსექტო–ფუნგიციდური თვისებებით, ნიადაგის და აღმონაცენის მავნე ორგანიზმების კონტროლისათვის, თესლის გაჯანსაღების ფიზიოლოგიური ეფექტით, აძლიერებს მცენარის გამძლეობას სტრესების მიმართ, ასევე ყინვაგამძლეობას და ეხმარება ფესვთა სისტემას განვითარებაში. სამი მოქმედი ნივთიერების ეფექტი:

 თიამეტოქსამი – სისტემური ინსექტიციდი, საფუძვლიანად აკონტროლებს ნიადაგში მცხოვრები მავნებლებს: მავთულა ჭიები, მარცვლოვანთა ბუზები, ბუგრები, კოლორადოს ხოჭო და სხვ. ახასიათებს მაღალი ხსნადობა, დაცვითი მოქმედების ხანგრძლივობა და ზრდის სტიმულაციური ეფექტი „სასიცოცხლო ძალა“

ფლუდიოქსონილი – კონტაქტურ–ტრანსლამინალური ფუნგიციდი, ეტალონი თავთავიანი კულტურების დასაცავად თოვლისებური ობისგან, ფუზარიოზული და ჰელმინთოსპორიოზული ფესვის სიდამპლეებისგან, ასევე მყარი გუდაფშუტისგან

დიფენოკონაზოლი – სისტემური ფუნგიციდი, რომელიც მოქმედებს ფესვის სიდამპლეებზე, გუდაფშუტაზე, თესლის ობზე, აგრეთვე აკონტროლებს ადრეულ ლაქიანობებს, შავფეხას, ფომოზს, ანთრაქნოზს, კარტოფილის სიდამპლეებს შენახვის დროს და სხვ. 

უპირატესობები:

  • ერთადერთი კომბინირებული პრეპარატი კარტოფილის და თავთავიანი კულტურების თესლის დასამუშავებლად საქართველოში, რომელიც აერთიანებს ინსექტიციდურ და ფუნგიციდურ მოქმედებას
  • საიმედო და ხანგრძლივი დაცვა (6 თვე) ძირითადი დაავადებებისგან, მათ შორის თოვლისებური ობისგან, ფუზარიოზული და ჰელმინთოსპოროზული დაავადებებისგან.
  • ახასიათებს სტიმულაციის თვისება – „სასიცოცხლო ძალა“ , ადიდებს ფესვთა სისტემის მასას და მოცულობას, ამაღლებს გაღივების ენერგიას, მცენარეთა სიხშირეს და უზრუნველყოფს ფოთლის აპარატის სწრაფ განვითარებას, საშუალებას იძლევა, რომ შემცირდეს თესვის ნორმა ბარტყობის კოეფიციენტის გაზრდის საფუძველზე.
  • ასუფთავებს ნიადაგს მავთულა ჭიებისგან,
დამატებითი ინფორმაცია
წონაარ არის
ზომებიარ არის
მწარმოებელი
შეფუთვა1 ლ, 100 მლ, 200 მლ, 500 მლ
აქტიური ნივთიერებები
აქტიური ნივთიერების კონცენტრაციადიფენოკონაზოლი 25 გ/ლ, თიამეთოქსამი – 262.5 გ/ლ, ფლუდიოქსონილი – 25 გ/ლ
სისტემური / კონტაქტური
კულტურა
მავნე ობიექტი
დაავადების ტიპი
დაავადება
მიმოხილვა (0)

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „სელესტ ტოპი 312,5 სკ / Celest Top 312,5 FS“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

გამოყენების რეკომენდაცია

ხორბალი, ქერი

მაგარი, მტვრიანა, ჯუჯა გუდაფშუტა, ჰელმინთოსპორიოზული და ფუზარიოზული ფესვის სიდამპლეები, თესლის ობი

  • პრეპარატის მოხმარების ნორმა – 1,5-2 ლ/ტ
  • დამუშავების სიხშირე - 1
  • დამუშავების მეთოდი - თესლის შეწამვლა დათესვის წინ. 

კარტოფილი

მავთულა ჭიები, კოლორადოს ხოჭო, ბუგრები, ჭიჭინობელები

რიზოქტონიოზი, ვერცხლისფერი ქეცი, ანთრაქნოზი, ფომოზი, ფესვის სიდამპლე, შავფეხა,

სეპტორიოზი, ალტერნარიოზი 

  • ხარჯვის ნორმა: 0.3-0.4 ლ/ტ
  • სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა: 10 ლ/ტ
  • გამოყენების ხერხი: ტუბერების დამუშავება.

რეკომედირებულია ტუბერების თესვისწინა დამუშავება მავნებლების კომპლექსის (მავთულა ჭიები, კოლორადოს ხოჭო, ბუგრები) და დაავადებების (რიზოქტონიოზი, ვერცხლისფერი ქეცი, ანთრაქნოზი, ფომოზი და ა.შ) სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა 10 ლ/ტ, იმისათვის, რომ ავიცილოთ ნიადაგში ტუბერების ბაქტერიული დაავადებები (სველი სიდამპლე, შავფეხა და ა.შ) რეკომდირებულია სამუშაო ხსნარის მინიმალური რაოდენობის გამოყენება. ამასთანავე, აუცილებელია, მოხდეს ტუბერების ზედაპირის თანაბარი დაფარვა.