თესლის შესაწამლი სერტიკორი 50 კს
სერტიკორი 50 კს აკონტროლებს დაავადებათა ფართო სპექტრს, რომლებიც გადაეცემა თესლიდან ან ნიადაგიდან (გუდაფშუტები, ფესვის სიდამპლეები და სხვა). განსაკუთრებით ეფექტურია ფესვის სიდამპლის წინააღმდეგ, რასაც იწვევს სოკო პითიუმი, ცივი და ტენიანი გაზაფხულის პირობებში, მისი გამოყენება შეიძლება ყველა ტიპის ნიადაგებზე.
უპირატესობები
- სერტიკორი – სპეციფიკური ფუნგიციდია, განსაკუთრებით იმ პათოგენების მიმართ, რომლებიც მიეკუთვნებიან პპმიციტების კლასს განსაკუთრებით პითიუმის, რომელიც წარმოადგენს „ღია კარს ყველა სხვა ფესვის დაავადებებისთვის. პრეპარატი საიმედოდ იცავს ღივებს ადრეულ სტადიაში ავადმყოფობებისაგან და რაც მთავარია, ხელს უწყობს აღმოცენებას მინდვრის პირობებში.
- ბრწყინვალე მოქმედება გუდაფშუტების მიმართ (ეფექტურობა მტვრიანა გუდაფშუტას წინააღმდეგ არანაკლებ 96%, რაც საშუალებას იძლევა იგი გამოყენებულ იქნეს მეთესლეობის მეურნეობებში.
- მისი გამოყენება შეიძლება დამოუკიდებლად, ასევე კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან, რომლებიც არ შეიცავენ ტებუკონაზოლს (მაქსიმი, მაქსიმსტარი, სელესტ ტოპი).
- არა ფიტოტოქსიკურია თესლისა და ღივების მიმართ.
- თხევადი პრეპარატული ფორმა, დამატებული საღებავი და მიმწებებელი, აადვილებს მის გამოყენებას და აუმჯობესებს თესლის აღმოცენების უნარს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.