დინალი 90 დკ / Dinaly 90 DC
10,00 ₾ – 160,00 ₾Price range: 10,00 ₾ through 160,00 ₾
სისტემური ფუნგიციდი დაავადებების ფართე სპექტრის წინააღმდეგ
ფუნგიციდი დინალი 90 დკ
დინალი 90 დკ – არის სისტემური ფუნგიციდი, ხანგრძლივი პროფილაქტიკური და კარგად გამოხატული სამკურნალო თვისებებით, ვაზის და სხვა სასოფლო–სამეურნეო კულტურების დაავადებების ფართე სპექტრის წინააღმდეგ.
დიფენოკონაზოლი იჭრება მჩენარეში და მოქმედებს სოკოვანი დაავადებების გამომწვევზე. დინალი აჩერებს სოკოს განვითარებას, ხელს უშლის სტეროლის ბიოსინთეზს უჯრედულ მემბრანებში.
თვისებები
- ძალზე ეფექტური ფუნგიციდია ვაზის და ხეხილის ნაცროვანი დაავადებების წინააღმდეგ.
- სისტემური მოქმედების უნარი, ანადგურებს დაავადებების გამომწვევს მცენარის ქსოვილში შეჭრის შედეგად.
- მოქმედი ნივთიერებების უმეტესი ნაწილი შთაინთქმება მცენარის საამილაციო ნაწილებიდან 2 სთ–ის განმავლობაში, ამ მომენტიდან იწყება პრეპარატის ზემოქმედება პათოგენზე.
უპირატესობები:
- იდეალური პარტნიორია კომპლექსური დაცვის სისტემაში
- შესხურებიდან 2 სთ–ის შემდეგ მოსული ნალექები ვერ ახდენს გავლენას მის ეფექტურობაზე
- მისი გამოყენება ეკოლოგიურად გამართლებულია, რაც მისაღებია ინტეგრირებულ დაცვის სისტემაში, როგორც მნიშვნელოვანი კომპონენტი
- შესაძლებელია მისი კომბინირება უმეტეს ფუნგიციდებთან და ინსექტიციდებთან
| წონა | არ არის |
|---|---|
| ზომები | არ არის |
| მწარმოებელი | SYNGENTA |
| შეფუთვა | 1 ლ, 100 მლ, 50 მლ |
| აქტიური ნივთიერებები | დიფენოკონაზოლი, ციფლუფენამიდი |
| აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია | დიფენოკონაზოლი – 60 გ/ლ, ციფლუფენამიდი – 30 გ/ლ |
| სისტემური / კონტაქტური | კონტაქტურ-სისტემური მოქმედების ფუნგიციდი |
| კულტურა | ვაზი, ვაშლი, კაკლოვნები (ნუში | თხილი | კაკალი | ფსტა), კენკროვანი კულტურები, კიტრი (დახურული გრუნტი), კიტრი (ღია გრუნტი), კურკოვნები, პომიდორი, სალათა, წიწაკა |
| დაავადების ტიპი | სოკოვანი დაავადება |
| დაავადება | ნაცარი |
- დაავადება: ნაცარი, წითურა, შავი ლაქიანობა, შავი სიდამპლე.
- ხარჯვის ნორმა: 0,6- 0,7 ლ/ჰა
- ლოდინის პერიოდი: 15
- გამოყენების ჯერადობა: 3
- გამოყენების დრო, ხერხი: შესხურება ვეგეტაციის პერიოდში: 1) კოკრების განცალკევება – ყვავილობა. 2) ყვავილობის დასრულება – მტევნების შეკვრამდე. 3) შემდგომ 15- 20 დღის შემდეგ.
- ხარჯვის ნორმა: 0,7 – 0,9 ლ/ჰა
- ობიექტი: ნაცარი, ფოთლის ლაქიანობები.
- გამოყენების დრო, ხერხი: შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 10-15 დღიანი ინტერვალით. ხარჯვა 800-1000 ლ/ჰა
- ლოდინის პერიოდი: 20 (2)
- ხარჯვის ნორმა: 0,5 – 0,7
- ობიექტი: ნაცარი, სიდამპლე, ლაქიანობა.
- გამოყენების დრო, ხერხი: შესხურება ვეგეტაციის პერიოდში.
- ლოდინის პერიოდი: 20 (2)
გამოყენების რეკომენდაციები:
პრეპარატის გამოყენება უფრო ეფექტურია პროფილაქტიკის მიზნით დაავადების გამოჩენამდე.
შესხურებისას მცენარის ფოთლები იფარება თანაბრად, მოერიდეთ სამუშაო ხსნარის ჩამორეცხვას.
შესაძლებელია დინალის კომბინირება სხვა ფუნგიციდებთან და ინსექტოაკარიციდებთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოწმდება თავსებადობა.
2-ჯერ გამოყენების შემთხვევაში გამოიყენეთ სხვა ქიმიური კლასის ფუნგიციდი რეზისტენტობის თავიდან აცილების მიზნით.
პრეპარატის შენახვა: პრეპარატი ინახება მშრალ, პესტიციდების შესანახად განკუთვნილ საწყობში -5 დან +35 გრადუს ტემპერატურის პირობებში. გარანტირებული შენახვის ვადა გაუხსნელი ქარხნული შეფუთვით არანაკლებ 3 წელი.
მსგავსი პროდუქტები

Exterminator, SC / ექსტერმინატორი, სკ
13,00 ₾ – 25,00 ₾Price range: 13,00 ₾ through 25,00 ₾მერი X-480 წხ / Meri X-480 SL

რიდომილ გოლდი მც, წდგრ / Ridomil Gold MZ 68 WG
60,00 ₾ – 285,00 ₾Price range: 60,00 ₾ through 285,00 ₾






















ჰერბიციდები და დესიკანტები
ფუნგიციდები
ინსექტიციდები და აკარიციდები
თესლის შესაწამლები
ზრდის რეგულატორები
როდენტიციდები
ბოტანიკური ბაქტერიციდები და ფუნგიციდები
ბოტანიკური ინსექტიციდები და აკარიციდები
წყალში ხსნადი სასუქები
გრანულირებული სასუქები
მიკროელემენტები
ბიოსტიმულატორები
pH რეგულატორები
კომბოსტო
ბროკოლი
ყვავილოვანი კომბოსტო
ბრიუსელის კომბოსტო
წითელი კომბოსტო
პომიდორი (ღია გრუნტი)
ტკბილი წიწაკა
ცხარე წიწაკა
ხახვი
სიმინდი
საზამთრო
ნესვი
კიტრი
სალათა
Syngenta
Adama
Gowan
DVA Agro
Agritecno
Syngenta Seeds
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.