პროკლეიმი 05 წხგრ / Proclaim 05 SG

75,00 

პროკლეიმი წარმოადგენს პირეტროიდული ჯგუფის ინსექტიციდს ქერცლფრთიანი მავნებლების წინააღმდეგ. პრეპარატი მოქმედებს მწერის ნერვული სისტემის ორ უბანზე. ერთმანეთთან აკავშირებს გამა-ამინო ზეთოვანი მჟავას რეცეპტორებს კუნთოვან უჯრედებში. ასეთი შეკავშირების შემდეგ წარმოიქმნება ქლორის იონების განუწყვეტელი ნაკადი კუნთების უჯრედებში, კუნთები რჩებიან მუდმივად მოდუნებულნი, არ იკუმშებიან და ამის გამო წყვეტენ მოძრაობას

აღწერა

ინსექტიციდი პროკლეიმი 05 წხგრ

გამოყენების თავისებურებები:

  • პროკლეიმი თრგუნავს მატლის განვითარებას კვერცხის შიგნით, ამიტომ შესხურების დაწყება რეკომენდებულია მავნებლის ფრენის და კვერცხდების პერიოდში ყველაზე სასურველი ეფექტი მიიღწევა როდესაც მავნებელი იმყოფება კვერცხის ან მცირე ხნოვანების მატლის ფაზაში
  • პეპლების ფრენის გაჭიანურებისას ან მავნებლების თაობების არევის შემთხვევაში საჭიროა განმეორებითი შესხურება
  • შეუცვლელი ინსექტიციდია ფარულად მცხოვრები პეპლების მატლების (ჩრჩილები) წინააღმდეგ

 უპირატესობები:

  • ოვიციდური თვისება, რის გამოც მატლი იღუპება ისე რომ ვერ ასწრებს ნაყოფში შეღწევას
  • მაღალი ეფექტურობა ამინდისგან დამოუკიდებლად, როგორც მაღალ ტემპერატურაზე (+35 0 C -ზე მეტი), ასევე დიდი რაოდენობის ნალექების შემთხვევაშიც
  • უსაფრთხოა ენტომოფაგების მიმართ გამოყენებიდან 24 საათის შემდეგ
  • დაცვითი მოქმედების ხანგრძლივობა – 15 დღე
  • ხანმოკლე ლოდინის პერიოდი 4-7 დღე სპეციფიკაციები
მიმოხილვა (0)

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „პროკლეიმი 05 წხგრ / Proclaim 05 SG“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

გამოყენების რეკომენდაცია

ჩვეულებრივი აბლაბუდიანი, ტკიპა, წითელი ტკიპა, ბუგრები, ფოთლის მენაღმეები, არაფარდი პარკხვევია, ფოთლიხვევიები, ვაშლის ნაყოფჭამია

  • პრეპარატის მოხმარების ნორმა – 0,3 – 0,4 კგ/ჰა
  • დამუშავების სიხშირე – 1-4
  • ლოდინის პერიოდი – 3 დღე
  • დამუშავების მეთოდი – შესხურება ვეგეტაციის პერიოდში ტკიპების და მავნებლების გამოჩენისთანავე, 7-14-დღიანი ინტერვალით. ხარჯვა – 400- 1000 ლ/ჰა შესხურება ვეგეტაციის
  • პერიოდში I-II-IIK კვერცხდების გამოჩენისთანავე. ხარჯვა – 400- 1000 ლ/ჰა მატლების გამოჩენისთანავე 7-14-დღიანი ინტრევალით ხარჯვა – 400- 1000 ლ/ჰა

ჩრჩილი თეთრულები,  კომბოსტოს ხვატარი, ფოთლის მენაღმეები

  • პრეპარატის მოხმარების ნორმა – 0,3 – 0,4 კგ/ჰა
  • დამუშავების სიხშირე – 1-2
  • ლოდინის პერიოდი – 7 დღე
  • დამუშავების მეთოდი – შესხურება ვეგეტაციის პერიოდში დაზიანების
  • პირველი ნიშანებისა და კვერცხდების გამოჩენისთანავე. ხარჯვა – 571 ლ/ჰა
  • შესხურება ვეგეტაციის პერიოდში I-II-III ხნოვანების. ხარჯვა – 571 ლ/ჰა კვერცხდების გამოჩენისთანავე შესხურება ვეგეტაციის პერიოდში

ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა სათბურის ფრთათეთრა

  • პრეპარატის მოხმარების ნორმა – 0,3 – 0,4 კგ/ჰა
  • დამუშავების სიხშირე – 1-4
  • ლოდინის პერიოდი – 3 დღე
  • დამუშავების მეთოდი – შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლის გამოჩენისთანავე 7-14-დღიანი ინტრევალით. ხარჯვა – 400-1000 ლ/ჰა

ბუგრი, სათბურის ფრთათეთრა

  • პრეპარატის მოხმარების ნორმა – 0,3 – 0,4 კგ/ჰა
  • დამუშავების სიხშირე – 1-2
  • ლოდინის პერიოდი – 7 დღე
  • დამუშავების მეთოდი – შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7-დღიანი ინტერვალით. ხარჯვა 1800 ლ/ჰა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლის გამოჩენისთანავე 7-დღიანი ინტერვალით. ხარჯვა – 500-800 ლ/ჰა

ბახჩის ბუგრი, ტკიპები, თრიფსები, ფოთლის მენაღმეები

  • პრეპარატის მოხმარების ნორმა – 0,3 – 0,4 კგ/ჰა
  • დამუშავების სიხშირე – (1-2), (4-6)
  • ლოდინის პერიოდი – 7 დღე
  • დამუშავების მეთოდი – შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 10-12-დღიანი ინტერვალით. ხარჯვა – 600 ლ/ჰა

მარცვლეულის ხვატარი

  • პრეპარატის მოხმარების ნორმა – 0,3 – 0,4 კგ/ჰა
  • დამუშავების სიხშირე – 1-2
  • ლოდინის პერიოდი – 7 დღე
  • დამუშავების მეთოდი – შესხურება ვეგეტაციის პერიოდში მავნებლების გამოჩენისთანავე 7-დღიანი ინტერვალით. ხარჯვა – 500-800 ლ/ჰა

გამოყენების თავისებურებები:

პროკლეიმი თრგუნავს მატლის განვითარებას კვერცხის შიგნით, ამიტომ: შესხურების დაწყება რეკომენდირებულია, როდესაც მავნებელი იწეყბს კვერცხდებას.

ყველაზე სასურველი ეფექტი მიიღწევა, როდესაც მავნებელი იმყოფება კვერცხის ან მცირე ხნოვანების მატლის ფაზაში ( ხვატარის სიდიდე - არა უმეტეს 5 მმ)

პეპლების ფრენის გაჭიანურებისას ან მავნებლების თაობების არევის შემთხვევაში საჭიროა განმეორებითი შესხურება. 

შეუცვლელი ინსექტიციდია ფარულად მცხოვრები პეპლების, მატლების (მენაღმე ჩრჩილის) წინააღმდეგ.