ჰერბიციდი / დესიკანტი რეგლონ ეირ წხ
რეგლონ ეირ- კონქატური მოქმედების დესიკანტია. გამოიყენება კარტოფილის, შაქრის, ჭარხლის, ბარდას, ბოსტნეულის, საკვები, ტექნიკური კულტურების ნათესების დასამუშავებლად. მცენარის გამოშრობა გამოწვეულია უჯრედული მემბრანის დაშლითა და მათი სიკვდილიანობით. განსაკუთრებით აჩქარებს გამოშრობის პროცესს მცენარის არათანაბარი შემოსვლისა და დამწიფების შემთხვევაში, აადვილებს მოსავლის აღებას და ამცირებს დანაკარგს.
უპირატესობები
- უზრუნველყოფს სწრაფ და თანაბარ დამწიფებას, რაც საშუალებას იძლევა ოპტიმალურ დროში,ნებისმიერი ამინდის პირობებში, მოსავლის აღებისა.
- ყველაზე სწრაფი მოქმედების უნარი დესიკანტებს შორის, რაც საშუალებას იძლევა მოსავლის აღებისა მისი გამოყენებიდან მე-5-7 დღეს.
- ამცირებს ტენიანობას მარცვალში, რის შედეგად მცირდება დანახარჯები მის გამოშრობაზე.
- ამცირებს მარცვლის დანაკარგს მოსავლის აღების დროს, ზრდის მოსავლიანობას, აუმჯობესებს მარცვლის ხარისხსს და ინარჩუნებს ზეთის შემცველობას.
- არ ირეცხება წვიმით დამუშავებიდან 10 წუთის შემდეგ
- აადვილებს მოსავლის აღებას და ანადგურებს სარეველების თესლებს, რაც საწვავის დაზოგვის საშუალებას იძლევა.
- ხელს უშლის დაავადებების განვითარებასა და გავრცელებას (მზესუმზირის თეთრი და რუხი სიდამპლე, კარტოფილის ფიტოფტორა და სხვა)
- პრეპარატი ეფექტურად მუშაობს გამოყენების დროს +28C ტემპერატურამდე.
- დიქვატი- კონტაქტურად მოქმედი ნივთიერებაა, ამის გამო იგი დარეგისტრირებულია მრავალი კულტურების სათესლე ნაკვეთებზე, პრეპარატი არ იჭრება თესლის ჩანასახში და არ ამცირებს თესლის აღმოცენების უნარს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.