ტოპაზი 100 ეკ / Topas 100 EC
120,00 ₾
სისტემური მოქმედების ფუნგიციდი ხეხილის, კენკროვნების, ბოსტნეულ-ბაღჩეული, დეკორაციული კულტურების და ვაზის ნაცრისა და ზოგიერთი სხვა დაავადებისაგან დასაცავად. აქვს სამკურნალო და პროფილაქტიკური მოქმედება
ფუნგიციდი ტოპაზი 100 ეკ
თვისებები
ეტალონური პრეპარატია ნაცროვანი დაავადებებისგან დასაცავად, განსაკუთრებით ეფექტურია პირველადი ინფექციის დასათრგუნად.
მისი გამოყენება შეიძლება ყველა კულტურაში სადაც წარმოიშვება ნაცრის პრობლემა.
მაღალი მოქმედება ძლიერი ინფექციური დატვირთვის დროსაც.
კარგად იტანენ მცენარეები. მოქმედების ხანგრძლივობა 14-18 დღე დაავადებების ზომიერად განვითარების პირობებში. 8-10 დღე ეპიფიტოტის დროს.
სისტემური მოქმედების უნარი იცავს მცენარის ყველა ორგანოს.
პროფილაქტიკური, სამკურნალო და გამანადგურებელი მოქმედება 96 საათის განმავლობაში ინფექციის შეჭრიდან.
იდეალური კომპლექსური დაცვის სისტემაში.
უპირატესობები
- საჭირო პრეპარატია სხვა ფუნგიციდებთან მორიგეობითი გამოყენებისას ანტირეზისტენტულ პროგრამაში.
- შესხურების ჯერადობის შემცირება, მოქნილია გამოყენების დროის მიხედვით.
- მცენარის მიერ სწრაფი შთანთქმის უნარი, რითიც მცირდება რისკი რომ ჩამოირეცხება წვიმით. 2 საათის შემდეგ მოსული წვიმა არ ამცირებს პრეპარატის ეფექტურობას.
- ეკოლოგიური დატვირთვის შემცირება.
- მისაღებია ინტეგრირებული დაცვის სისტემაში, როგორც კარგი შემადგენელი კომპონენტი.
| წონა | 1000 გ |
|---|---|
| მწარმოებელი | SYNGENTA |
| შეფუთვა | 1 ლ |
| აქტიური ნივთიერებები | პენკონაზოლი |
| აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია | პენკონაზოლი – 100 გ/ლ |
| სისტემური / კონტაქტური | სისტემური მოქმედების ფუნგიციდი |
| კულტურა | ალუბალი, ატამი, ვაზი, ვარდი, ვაშლი, კიტრი, მარწყვი, მიხაკი, მოცხარი, ჟოლო, სამკურნალო მცენარეები, ქოთნის ყვავილები |
| დაავადების ტიპი | სოკოვანი დაავადება |
| დაავადება | ამერიკული ნაცარი, კოკომიკოზი, მეწამული ლაქიანობა, ნაყოფების ლპობა, ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე, ჟანგა |
- დაავადება: ნაცარი, სიდამპლე.
- ხარჯვის ნორმა ლ/ჰა: 0.15-0.25
- გამოყენების ჯერადობა: 3
- ლოდინის პერიოდი, დღე: 20
- გამოყენების დრო, ხერხი: შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,15-0,025% სამუშაო ხსნარით
(ღია გრუნტი)
- დაავადება: ნაცარი
- ხარჯვის ნორმა ლ/ჰა: 0,12 – 0,15
- გამოყენების ჯერადობა: 2
- ლოდინის პერიოდი, დღე: 20
- გამოყენების დრო, ხერხი: შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,025% სამუშაო ხსნარით
(დახურული გრუნტი)
- დაავადება: ნაცარი
- ხარჯვის ნორმა ლ/ჰა: 0,25 – 0,37
- გამოყენების ჯერადობა: 3
- ლოდინის პერიოდი, დღე: 3
- გამოყენების დრო, ხერხი: შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,025% სამუშაო ხსნარით
- დაავადება: ნაცარი
- ხარჯვის ნორმა ლ/ჰა: 0,3 – 0,4
- ლოდინის პერიოდი, დღე: 20
- გამოყენების ჯერადობა: 4
- ლოდინის პერიოდი, დღე: 20
- გამოყენების დრო, ხერხი: შესხურება ვეგეტაციის პერიოდში
- დაავადება: ნაცარი, სიდამპლე
- ხარჯვის ნორმა ლ/ჰა: 0,5 – 1
- გამოყენების ჯერადობა: 4
- ლოდინის პერიოდი, დღე: 20
- გამოყენების დრო, ხერხი: შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,15-0,025% სამუშაო ხსნარით
- დაავადება: ნაცარი
- ხარჯვის ნორმა ლ/ჰა: 0,3 – 0,5
- გამოყენების ჯერადობა: 2
- გამოყენების დრო, ხერხი: შესხურება ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ 0,05% სამუშაო ხსნარით
- დაავადება: ნაცარი
- ხარჯვის ნორმა ლ/ჰა: 0,2 – 0,4
- გამოყენების ჯერადობა: 4
- ლოდინის პერიოდი, დღე: 20
- გამოყენების დრო, ხერხი: შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,25-0,05% სამუშაო ხსნარით
- დაავადება: ლაქიანობა, ნაცრისფერი სიდამპლე
- ხარჯვის ნორმა ლ/ჰა: 0,3 – 0,6
- გამოყენების ჯერადობა: 2
- გამოყენების დრო, ხერხი: შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,05-0,1% სამუშაო ხსნარით
- დაავადება: ნაცარი, ჟანგა
- ხარჯვის ნორმა ლ/ჰა: 0,3 – 1
- მაქსიმ. ჯერადობა: 3-4
- ლოდინის პერიოდი, დღე: 3
- გამოყენების დრო, ხერხი: შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,5-1% სამუშაო ხსნარით
გამოყენების რეკომენდაციები:
პროფილაქტიკური დამუშავება იძლევა უკეთეს შედეგს.
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა დამოკიდებულია მცენარის ფაზისა და დაავადებების განვითარების ინტენსივობაზე. მცენარის ფოთლები უნდა დაიფაროს თანაბრად და ხსნარი არ ჩამოირეცხოს.
შესხურებათ შორის ინტერვალი 7-14 დღე.
აუცილებლობის შემთხვევაში ტოპაზით დამუშავების შემდეგ გამოიყენეთ კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი, მაგ: თიოვიტ ჯეტი.
პრეპარატის შენახვა: პრეპარატი ინახება მშრალ, ბნელ, პესტიციდების შესანახად განკუთვნილ საწყობში 0 დან +35 გრადუს ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: გაუხსნელი, ქარხნული შეფუთვით - 4 წელი.
მსგავსი პროდუქტები

აპრონ იქს ლ, წე / Apron XL
9,00 ₾ – 154,50 ₾Price range: 9,00 ₾ through 154,50 ₾

გეოქსი 500 წდგრ / Geoxe 50 WG
39,00 ₾ – 340,00 ₾Price range: 39,00 ₾ through 340,00 ₾

დინალი 90 დკ / Dinaly 90 DC
10,00 ₾ – 160,00 ₾Price range: 10,00 ₾ through 160,00 ₾



















ჰერბიციდები და დესიკანტები
ფუნგიციდები
ინსექტიციდები და აკარიციდები
თესლის შესაწამლები
ზრდის რეგულატორები
როდენტიციდები
ბოტანიკური ბაქტერიციდები და ფუნგიციდები
ბოტანიკური ინსექტიციდები და აკარიციდები
წყალში ხსნადი სასუქები
გრანულირებული სასუქები
მიკროელემენტები
ბიოსტიმულატორები
pH რეგულატორები
კომბოსტო
ბროკოლი
ყვავილოვანი კომბოსტო
ბრიუსელის კომბოსტო
წითელი კომბოსტო
პომიდორი (ღია გრუნტი)
ტკბილი წიწაკა
ცხარე წიწაკა
ხახვი
სიმინდი
საზამთრო
ნესვი
კიტრი
სალათა
Syngenta
Adama
Gowan
DVA Agro
Agritecno
Syngenta Seeds
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.